Belive

პეტრ ჩეხის ვაჟმა პრემიერ ლიგის გუნდთან კონტრაქტი გააფორმა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული ჩეხი მეკარის, პეტრ ჩეხის ვაჟმა პრემიერ ლიგის წარმომადგენელ ფულემთან კონტრაქტი გააფორმა.

16 წლის დამიან ჩეხმა ქრევენ ქოთეჯის ბინადრებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მამის მსგავსად, დამიანიც მეკარის პოზიციაზე თამაშობს.

პეტრ ჩეხმა, ინგლისის პრემიერ ლიგაში ლონდონის ჩელსისა და არსენალის შემადგენლობაში ითამაშა და ტურნირის ისტორიაში კარის მშრალად შენახვა ყველაზე მეტჯერ მოახერხა.

43 წლის პეტრ ჩეხი ლონდონის ჩელსიში მრჩეველად მუშაობდა, ახლა კი კარიერას ჰოკეიში აგრძელებს და ინგლისურ ოქსფორდ სიტი სტარსში მეკარის პოზიციაზე თამაშობს.

სხვა სტატიები