Belive

პეტრ ჩეხი ჩელსიში დაბრუნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პეტრ ჩეხი "არისტოკრატებს" დაუბრუნდა. პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, ჩეხმა "ჩელსის" რიგებში ახალი თანამდებობა დაიკავა. გავრცელებული ინფორმაციით, პეტრ ჩეხმა ტექნიკური მრჩევლის პოზიცია დაიკავა და იგი პირდაპირი შუამავალი იქნება კლუბის მესვეურებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის. შეგახსენებთ, ლონდონური კლუბის რიგებში პეტრ ჩეხი 2004-15 წლებში ირიცხებოდა, რის შემდეგაც "არსენალს" შეუერთდა. "არისტოკრატებთან" გატარებული 11 სეზონის განმავლობაში, ჩეხი ოთხჯერ გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი.

სხვა სტატიები