Belive

პეტერ ჩეხმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ჩელსისა'' და ,,არსენალის'' ყოფილი მეკარე, პეტერ ჩეხი, მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერად ალისონს მიიჩნევს:

,,საუკეთესო მეკარე? ვფიქრობ, ამ ტიტულისთვის ბრძოლა ალისონს, ედერსონსა და ტიბო კურტუას შეუძლიათ...

მიმდინარე სეზონში კურტუას ტრავმა აქვს, ამიტომ მათ შორის ალისონს გამოვარჩევდი.'' - პეტერ ჩეხი

ალისონი ,,ლივერპულში'' 2018 წლიდან თამაშობს. ბრაზილიელი 2019 წელს ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ დასახელდა, იმავე წელს 31 წლის გოლკიპერი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოარჩიეს.

მიმდინარე სეზონში ალისონმა ,,მერსისაიდელთა'' მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაუშვა, 9-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები