Belive

პერესი მბაპეს ოლიმპიადაზე არ უშვებს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ემანუელ მაკრონმა და ტიერი ანრიმ მბაპეს ოლიმპიადაზე მონაწილეობა "რეალის" პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან ერთად განიხილეს. L'Équipe წერს, რომ ვერ მოხერხდა პერესის დარწმუნება ფეხბურთელის გაშვების თაობაზე.

სამშაბათს პარიზში ფიფას დაარსებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ზეიმზე მადრიდის რეალის პრეზიდენტმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელმა ტიერი ანრიმ და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ფილიპ დიალომ მბაპეს ოლიმპიურ ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა განიხილეს. თითქმის გადაწყვეტილია, რომ კილიანი "პსჟ"-დან წასვლის შემდეგ რეალში გადავა, მადრიდი კი არ აპირებს თავისი ფეხბურთელების ოლიმპიადაზე გაშვებას.

ჯგუფური დისკუსიის შემდეგ, მაკრონმა და პერესმა ეს საკითხი პირად საუბარში, ხუთი წუთის განმავლობაში განიხილეს. L'Équipe-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა მადრიდის რეალის ხელმძღვანელი ამ ეტაპზე ვერ დაარწმუნა.



სხვა სტატიები