Belive

პეპ გვარდიოლა: "ჩვენ NBA არ ვართ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ Community Shield-ის ფინალში, "არსენალთან" პენალტებში მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხსაც შეეხო.

 

ვულოცავ "არსენალს", პირველი ტაიმის პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ, მეორე ნახევარში მეტოქე გვჯობდა, მეკარემ 1-2 სიტუაციაში გადაგვარჩინა.

მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ გაცილებით უკეთესი ვიყავით, მომეწონა ახალი ფეხბურთელების თამაშიც, ტიტულთან ახლოს ვიყავით, თუმცა მათ პენალტების უკეთესი შემსრულებლები აღმოაჩნდათ.

აქ, როგორც NBA-ში სამი თვე არ გვაქვს ძალების აღსადგენად, არ აქვს მნიშვნელობა სეზონი კარგია თუ ცუდი.

ეს ფეხბურთია, მოგება გვინდოდა მაგრამ განსაკუთრებულ გუნდს შევხვდით და დავმარცხდით, ახლა "ბარნლისთან" მატჩზე უნდა ვიფიქროთ - განაცხადა პეპმა

"სიტის" მომდევნო მატჩი უკვე პრემიერ ლიგის გამხსნელი შეხვედრა ელის, სადაც "ქალაქელები" სტუმრად "ბარნლის" დაუპირისპირდებიან, მატჩი 11 აგვისტოს 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები