Belive

პელემ ნეიმარი მწვავედ გააკრიტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი ნეიმარი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის - პელეს კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. 78 წლის ბრაზილიელი ლეგენდა დარწმუნებულია, რომ ნეიმარს შეუძლია გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი იმ შემთხვევაში თუ მთავარ ყურადღებას საკუთარ თამაშსა და შესაძლებლობებზე გაამახვილებს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ამისთვის აუცილებელია, რომ მორჩეს დაუსრულებელი სპეკულაციები მისი მხრიდან. "მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ნეიმარი საუკეთესო გახდებოდა, მაგრამ რა მოხდა ბოლო წლებში? ნეიმარმა მოინდომა, რომ მსოფლიოს საკუთარი თავი სხვა კუთხით დაამახსოვროს, ამაში ყოველ თამაშში უფრო და უფრო ვრწმუნდები, მისი მიზანი არათუ გოლების გატანა, არამედ მოედანზე სპეკულაციების და მსაჯთან კამათის მოწყობაა. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მაყურებლის თვალში ნეიმარი ნეგატიური ფეხბურთელის იარლიყს ირგებს", - აღნიშნა პელემ. ფეხბურთის მეფემ მოვლენები კილიან მბაპეს შესახებაც შეაფასა. მან განაცხადა, რომ ფრანგი ფორვარდი მოლოდინს ნამდვილად ამართლებს, ამ ეტაპისთვის მას აქვს საუკეთესო კარიერა და უდიდესი პოტენციალი, რომ იყოს უფრო წარმატებული. "გასულ წელს კილიან მბაპესთან მიმართებაში კომპლიმენტები არ დავიშურე, წელს კი მინდა კიდევ ერთხელ შევეხო ამ ფეხბურთელს და ვთქვა, რომ ნამდვილად ამართლებს იგი გულშემატკივრის მოლოდინს და აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ ყოველდღიურად უფრო წარმატებული გახდეს. "პსჟ" დიდებული გუნდია, მე ვიმედოვნებ, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი ძალების მაქსიმალურ რეალიზებას და გავლენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, აი იქ კი რა მოხდება უკვე მხოლოდ ღმერთმა იცის", - განაცხადა პელემ.      

სხვა სტატიები