Belive

პედრიმ ფაბრეგასის რეკორდი მოხსნა და ესპანეთის ნაკრების ისტორიაში შევიდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის E ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა სევილიაში, "ლა კარტუხაზე" შვედეთის ეროვნულ გუნდს უმასპიძლა და უგოლო ფრე ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ "ფურია როხამ" გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო, მათ რამდენიმე სარეკორდო მაჩვენებლის დაფიქსირება მოახერხეს, რაზეც უკვე მოგახსენეთ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა კი უკვე ინდივიდუალური სახისაა და იგი ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელს, პედრის უკავშირდება. საქმე ისაა, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც დიდ ტურნირზე ეროვნული გუნდის მაისური მოირგო. აქამდე, რეკორდის მფლობელი "ბარსელონას", "არსენალის" და "ჩელსის" ყოფილი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი გახლდათ, რომელიც ესპანეთის ნაკრების მაისურით მოედანზე 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 19 წლისა და 41 დღის ასაკში გავიდა. ესპანეთის ნაკრებში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, ეროვნულ გუნდს ახალგაზრდული ნაკრებიდან 11 მოთამაშე შეუერთდა. ესპანელები შემდეგ შეხვედრას 19 ივნისს, კვლავაც სევილიაში, "ლა კარტუხას" სტადიონზე გამართავს. ესპანეთის ნაკრებს E ჯგუფში 1 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას "ფურია როხა" 19 ივნისს, კვლავაც სევილიაში, "ლა კარტუხაზე", პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები