იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურის მოგებულ შეხვედრაში, "სასუოლოსთან" (3:1), ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა პაულო დიბალამ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება 42-ე წუთზე, იძულებით მოუწია.
არგენტინელ ათიანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და მისი დიაგნოზი უკვე ცნობილია. 27 წლის ფეხბურთელი მარცხენა მუხლის იოგები დაიზიანა და გამოჯანმრთელებისთვის 15-დან 20 დღემდე დასჭირდება.
ეს იმას ნიშნავს, რომ პაულო გამოტოვებს არამხოლოდ იტალიის თასის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩს "ჯენოასთან" (13 იანვარი), არამედ სერია A-ს მე-18 ტურის პრინციპულ შეხვედრას მილანის "ინტერთან" (17 იანვარი) და ასევე "ნაპოლის" წინააღმდეგ იტალიის სუპერთასისთვის ბრძოლას (20 იანვარი).
ოდნავ უკეთესი ვითარებაა ვესტონმაკკენი და ფედერიკო კიეზას შემთხვევაში. მათი დაზიანება მცირეა და ისინი მხოლოდ გენუელებთან მატჩს გამოტოვებენ.
16 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, სერია A-ში "ბებერ ქალბატონს" 33 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს, თუმცა წამყვან სამეულზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.