Belive

პაულო დიბალამ სეზონში მე-4 ტრავმა მიიღო

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პაულო დიბალას უიღბლობა გრძელდება, არგენტინელმა ნახევარმცველმა 2023-24 წლების სეზონში უკვე მე-4 ტრავმა მიიღო.

"რომას" ლიდერმა ბარძაყის კუნთის დაზიანება "ლაციოსთან, იტალიის თასზე (1:0) წაგებულ შეხვედრაში მიიღო, ოფიციალურად დადასტურებულია, რომ დიბალა კვირას "მილანის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

დიბალამ აგვისტო-სექტემბერში 19 დღე შემაერთებელი კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა, ოქტომბერ-ნოემბერში 1 თვე მუხლის დაზიანების გამო იუქმა, დეკემვერში კი 17 დღე იმავე პრობლემის გამო გაუცდა, რაც გუშინ რომაულ დერბიში მიიღო.

დიბალამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, 19 ტურის შემდეგ რომას 29 ქულა აქვს და ჩემიონატის მე-8 პოზიციაზეა.