Belive

პარიზმა ანდრია კვირიკაძე გაიფორმა

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილი, ანდრია კვირიკაძე კარიერას პარიზში (Paris FC) გააგრძელებს. ინფორმაცია ფრანგულმა გუნდმა დაადასტურა:

„პარიზი მოხარულია გამოაცხადოს ქართველი ნახევარმცველის, ანდრია კვირიკაძის ტრანსფერი.

პერსპექტიულმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში ევროასპარეზზეც გამოიჩინა თავი, სადაც უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ლარნაკას აეკის წინააღმდეგ ითამაშა.

მისი მოსვლა სრულად შეესაბამება პარიზის სურვილს, გააგრძელოს გუნდის განვითარება და აქცენტი გააკეთოს მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მოთამაშეებზე, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ კლუბის სპორტულ პროექტში.'' - წერია პარიზის განცხადებაში

ფრანგული მედიის ცნობით, კვირიკაძემ პარიზთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

პარიზმა ლიგა 1-ის გასულ სეზონში მე-11 ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში პსჟ დაამარცხა, მერვედფინალში კი ლორიანთან დამარცხდა.