პარი სენ-ჟერმენმა მარკო ასენსიო ასტონ ვილაში გაანათხოვრა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ასტონ ვილამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "პსჟ"-ს შემტევი, მარკო ასენსიო დაიმატა - ესპანელი ფეხბურთელი პრემიერლიგის კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.
29 წლის ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში, პსჟ-ს შემადგენლობაში 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა. მარკო ასენსიო პსჟ-ს 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, მას შემდეგ, რაც მადრიდის "რეალი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ასტონ ვილამ ზამთარში საკმაოდ იაქტიურა, შეგახსენებთ, რომ ბირმინგემულმა კლუბმა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მარკუს რაშფორდიც ინათხოვრა. ასტონ ვილა პრემიერლიგის ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის, ჩემპიონთა ლიგაზე კი (ლიგის ფაზის ეტაპი) საუკეთესო 8 გუნდში დაასრულა.
Welcome to the Premier League, Marco Asensio 👋🦁 pic.twitter.com/2kuIlTt0tC
— Premier League (@premierleague) February 3, 2025