Belive

პარი სენ ჟერმენმა გალტიესთან კონტრაქტი შეათანხმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ-ს" ახალი მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე გახდება, რომელიც მაურისიო პოჩეტინოს ჩაანაცვლებს. L'Equipe-ს ინფორმაციით, სპეციალისტის დანიშვნას პარიზული კლუბი ოფიციალურად 4 ან 5 ივლისს დაადასტურებს. მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, თუმცა ხელშეკრულება თანამშრომლობის გაგრძელების პუნქტს არ მოიცავს. ფრანგულ მედიაში უკვე დიდი ხანია იწერება, რომ "პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობას მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლება სურს. არგენტინელის ერთ-ერთ შემცვლელად ზინედინ ზიდანიც სახელდებოდა. პოჩეტინომ "პსჟ" გასული წლის იანვარში ჩაიბარა და გუნდთან ერთად საფრანგეთის ლიგა 1, თასი და სუპერთასი მოიგო. რაც შეეხება გალტიეს, 55 წლის სპეციალისტი ბოლოს "ნიცაში" მუშაობდა, სადაც ერთი სეზონი გაატარა - ფრანგულმა კლუბმა მისი ხელმძღვანელობით საფრანგეთის თასის ფინალში ითამაშა.

სხვა სტატიები