პარი სენ ჟერმენის ძირითად შემადგენლობაში 16 წლის ფეხბურთელმა ითამაშა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უორენ ზაირ-ემერი 16 წლისა და 10 თვის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ,,პარი სენ ჟერმენის'' ძირითად შემადგენლობაში უთამაშია.
ნახევარმცველი ,,შატორუსთან'' საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში (3:1) პარიზული კლუბის სასტარტო თერთმეტეულში იყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა.
ზაირ-ემერიმ ,,პსჟ-ის'' ყოფილი მცველის, მამადუ სახოს, რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ძირითად შემადგენლობაში 17 წლისა და 1 დღის ასაკში ითამაშა.
ემერი ,,პარი სენ ჟერმენის'' აღზრდილია და მიმდინარე სეზონში გუნდის მაისურით 7 მატჩი (5 ლიგა 1-ში, 1 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 თასზე) აქვს ჩატარებული.