Belive

პანამის ფეხბურთის ლეგენდა 41 წლის ასაკში გარდაიცვალა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პანამის ფეხბურთის ლეგენდა და თავისი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ლუის "ელ მატადორ" ტეხადა 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყოფილი თავდამსხმელი 28 იანვარს, ვეტერანთა საფეხბურთო ლიგაში თამაშისას გულის შეტევით გარდაიცვალა.

პანამის ფეხბურთის ლეგენდამ 2018 წლის მუნდიალზე იასპარეზა, მას უდიდესი წვლილი მიუძღვის, რომ თავისმა ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა.

ლუის ტეხადა პროფესიონალური ფეხბურთიდან 2019 წელს წავიდა. ნაკრების მაისურით მან 108 მატჩი ჩაატარა და 43 გოლის გატანა მოახერხა.