Belive

პალმერმა ფეხის თითი საკუთარ სახლში მოიტეხა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოულ პალმერმა, საკუთარ სახლში, ფეხის თითი მოიტეხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დაზუსტებით გამოტოვებს ჩელსის თამაშებს ბარნლისთან, ბარსელონასთან და არსენალთან. ინგლისელმა შემტევმა მარცხენა ფეხის თითი კარს მიარტყა. ის საზარდულის ტრავმის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო, რის გამოც სექტემბრიდან ვერ თამაშობდა.

ის ხვალინდელ მატჩში ნამდვილად არ იქნება, მას ვერ ვნახავთ ვერც ბარსელონასთან და ვერც არსენალთან. სამწუხაროდ, ორი დღის წინ სახლში უბედური შემთხვევა მოხდა და ფეხის თითი მოიტეხა.

ერთადერთი, რაც ვიცით, ის არის, რომ ის ამ კვირაში და მომავალ კვირას არ იქნება ხელმისაწვდომი. ღამით ბევრჯერ ვიღვიძებ ტუალეტში შესასვლელად, თავს, ფეხს, ყველაფერს ვურტყამ კარს, ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. - განაცხადა ჩელსის მწვრთნელმა ენცო მარესკამ

პრემიერ ლიგის მე-12 ტურს სწორედ ჩელსისა და ბარნლის დაპირისპირება გახსნის. ამის შემდეგ, ლონდონელებს, თვის ბოლომდე, ორი ურთულესი თამაში ელოდებათ. ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან (26 ნოემბერი), შემდეგ კი პრემიერლიგური დერბი არსენალთან (30 ნოემბერი).

სხვა სტატიები