Belive

ოთხი გუნდი, რომელშიც შესაძლოა ჰოლანდმა კარიერა გააგრძელოს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ერლინგ ჰოლანდი უკვე კარიერაში ახალი ეტაპისთვის ემზადება. ნორვეგიელი თავდამსხმელი სულ მალე ევროპის ერთ-ერთ ტოპ კლუბში გადავა. დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერის მომავალზე აგენტმა, მინო რაიოლამ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჰოლანდი 2022 წლის ზაფხულში გუნდს შეიცვლის. თუ ეს არ მოხდება, 1 წლის შემდეგ ერლინგი დორტმუნდს მაინც დატოვებს.
"მას შეუძლია შემდეგი ნაბიჯია გადადგმა. "ბაიერნი", "რეალი", "ბარსელონა", "სიტი" - ეს ის დიდი კლუბებია, სადაც ჰოლანდი თამაშს შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ რაიოლამ ჟურნალისთან საუბარში "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარიანტი ირიბად გამორიცხა
"სიტიმ" ბოლო წლებში პრემიერ ლიგა 5-ჯერ მოიგო, რაც "იუნაიტედზე" მნიშვნელოვნად მეტია," - თქვა რაიოლამ. "დიდი შანსია, რომ ერლინგი შემდეგ ზაფხულშივე გადავიდეს. ვნახოთ, რა მოხდება."
   

სხვა სტატიები