გუშინ ავსტრიის ბუნდესლიგის მე-2 წრემ აიღო სტარტი.
ოთარ კიტეიშვილმა წლის სადებიუტო მატჩში გოლის გატანა მოახერხა.
ქართველი ფეხბურთელის "შტურმი" სტუმრად "მატერსბურგს" დაუპირისპირდა და ფრე 1:1 ითამაშა.
ეს გოლი ოთარისთვის ავსტრიულ გუნდში მე-2 გამოდგა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. კიტეიშვილმა 10-ბალიანი სისტემიდან 8.1 ქულა დაიმსახურა.