Belive

ოთარ კიტეიშვილის შეფასება ბრესტის წინააღმდეგ

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ჩაატარა გრაცის "შტურმმა", ოთარ კიტეიშვილის გუნდი საფრანგეთში "ბრესტს" ესტუმრა და 2:1 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 78 წუთი ითამაშა.

ოთარ კიტეიშვილმა Sofascore-ის მიხედვით 6.8 შეფასება დაიმსახურა, რაც თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ქართველი ნახევარმცველი ბურთს 50-ჯერ შეეხო, 39-დან 32 გადაცემა ზუსტად შეასრულა (82%), კარში ერთხელ დაარტყა, ასევე ერთხელ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული იყო, 8 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გამარჯვებული დარჩა.

Whoscored-მა კიტე 6.3-ით შეაფასა.

მომდევნო მატჩს გრაცის "შტურმი" 22 სექტემბერს ავსტრიის ჩემპიონატში, "ვოლფსბერგერის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები