ოთარ კიტეიშვილის მორიგი აღიარება
7 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გრაცის "შტურმის" ქართველი ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი, ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის შემოდგომის ეტაპის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ავტორიტეტული გამოცემის, Laola1-ის მომხმარებლებმა, შემოდგომის სეზონის საუკეთესო 11 ფეხბურთელი გამოავლინეს, სადაც ოთარ კიტეიშვილიც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ კიტეიშვილს ხმა 1539-მა გულშემატკივარმა მისცა.
სიმბოლურ თერთმეტეულში ყველაზე მეტი (5) ფეხბურთელი "შტურმს" ჰყავს.