ოთარ კაკაბაძის ტრანსფერით სამი გუნდია დაინტერესებული
პოლონური "კრაკოვიას" ქართველი ფეხბურთელის ოთარ კაკაბაძის ასპარეზობა ევრო 2024-ზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ის არაერთი კლუბის ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი უფრო იზრდება. პოლონური გამოცემა sportowefakty-ს ინფორმაციით ოთარ კაკაბაძის ტრანსფერით 3 კლუბი დაინტერესდა, ორი ინგლისიდან და ერთი გერმანიიდან, საუბარია ორი ჩემპიონშიპის და ერთი მეორე ბუნდესლიგის გუნდზე.
როგორც პოლონური წყარო იტყობინება კლუბებმა ინტერესის შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელეს და კონკრეტული შეთავაზება ბოლო დღეებში იქნება ცნობილი.
ოთარ კაკაბაძემ ევრო 2024-ის ყველა მატჩი სრულად ჩაატარა, 1/8-ფინალში ესპანეთის წინააღმდეგ სწორედ თავისი გადაცემის წყალობით გაიტანა საქართველოს ნაკრებმა გოლი.
ქართველი ფეხბურთელი "კრაკოვიას" 2021 წელს შეუერთდა და პოლონურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მან თავისი ამჟამინდელი გუნდის შემადგენლობაში, ყველა ტურნირის ეგიდით 74 შეხვედრა ჩაატარა 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.