Belive

ოსიმენის მორიგი სკანდალი - ნიგერიელმა ნაკრების გასახდელში იჩხუბა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი მორიგ სკანდალში გაეხვა. საქმე ამჯერად სანაკრებო ამბებს ეხება.

კონკრეტულად, როგორც ირკვევა, აფრიკის ეროვნებათა თასის პირველი ტურის მატჩში, ნიგერიის ნაკრებმა ეკვატორული გვინეის ეროვნულ გუნდთან ფრედ - 1:1 ითამაშა. აღნიშნულ შეხვედრაში, 38-ე წუთზე გოლის გატანა სწორედ ნეაპოლელთა მეცხრე ნომერმა მოახერხა.

როგორც იტალიური მედია გვამცნობს, მატჩის შემდეგ, ნიგერიის ნაკრების გასახდელში ჩხუბი დაიწყო, სადაც ქვეყნის ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტმა, იბრაჰიმა მუსა გუასუ ფეხბურთელებს თავს დაესხა, კონკრეტულად კი გუნდის მეცხრე ნომერს.

რაც შეეხება მიზეზებს, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ფეხბურთელებს უთხრეს, რომ თუ ისინი საქმეს უფრო მეტი ყურადღებით არ მიუდგებიან, მათ ნაკრებიდან მოკვეთენ.

ნიგერიის ნაკრებს პირველი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩში კი კოტ-დიუარს შეხვდება. პლეი-ოფის ეტაპზე 4-გუნდიანი ჯგუფიდან პირველ ორ პოზიციაზე გასული ნაკრებები და ასევე 6-დან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის.