Belive

ოსიმენი და მისი ნაკრები ვარჯიშზე უარს ამბობენ - ძველი ვალებია ასანაზღაურებელი

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფამდე (ნახევარფინალი) ორი დღით ადრე, ნიგერიის ნაკრები აცხადებს, რომ არ ივარჯიშებს. აფრიკიდან პლეი ოფის ნახევარფინალში ნიგერია/გაბონი და კამერუნი/კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა არიან. ნიგერია გაბონს მაროკოში შეხვდება.

ნიგერიელი ფეხბურთელები ფედერაციის მხრიდან, ძველი დავალიანების დაფარვას ითხოვენ.

სრული შემადგენლობა, მათ შორის ოფიციალური პირები, დღეს მაროკოში ვარჯიშზე უარს აცხადებენ - გადაუხდელი ანაზღაურების გამო. „სუპერ არწივები“ სწრაფ გადაწყვეტას ელოდებიან, რათა ხუთშაბათს გაბონთან თამაშისთვის მზადება განაგრძონ. მადლობა. მოთამაშეებისგან. - ვკითხულობთ ფეხბურთელების ოფიციალურ განცხადებაში

მოთამაშეები ჯერ კიდევ ელოდებიან 2019 წლით დათარიღებულ ბონუსებს, რომლებიც ასევე მოიცავს აფრიკის თასის შემდგომ გადასახდელ თანხებს.

ამ ქაოსს ემატება ისიც, რომ ნიგერიისა და ფულემის ფეხბურთელმა, ალექს ივობიმ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც მაროკოში სასტუმროს ხარისხს და პირობებს აკრიტიკებს (ირონიული ვიდეოა). ამის გამო, მან ბევრი უარყოფითი რეაქცია მიიღო და ახსნა-განმარტების გაკეთებაც დასჭირდა.

პრობლემების ფონზე, ნიგერიას გაბონთან ნახევარფინალი 13 ნოემბერს აქვს ჩანიშნული. იმ შემთხვევაში თუ ნიგერიელები მოგებას მოახერხებენ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, კამერუნის ან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამარცხება მოუწევთ.

სხვა სტატიები