ოსიმენი ალ ჰილალზე: ,,რაც უფრო მეტ ,,არას'' ვამბობდი, ფინანსური შემოთავაზება უფრო იზრდებოდა''
,,ნაპოლის'' თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, დაადასტურა, რომ ზაფხულში არაბეთიდან სარფიანი შემოთავაზება ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, ნიგერიელმა, საბოლოოდ, იტალიურ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.
,,ეს სიგიჟე იყო! რაც უფრო მეტ ,,არას'' ვამბობდი, მათი ფინანსური შემოთავაზება უფრო და უფრო იზდებოდა...
შეიძლებოდა, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვლილიყო, ისინი კი არ ნებდებოდნენ. მაგრამ, მე ვთქვი: ,,არა, ბიჭებო! ვრჩები.'' - ვიქტორ ოსიმენი
ზაფხულში დაიწერა, რომ ,,ალ ჰილალი'' მზად იყო, ,,ნაპოლისთვის'' ოსიმენის სანაცვლოდ 120 მილიონი ფუნტი გადაეხადა, თავად ფეხბურთელს კი არაბული კლუბი კვირაში 1 მილიონ ფუნტს სთავაზობდა.
მიმდინარე სეზონში 24 წლის ნიგერიელის ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ფორვარდს ტრავმის გამო 8 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია.
🇸🇦 Osimhen on Al Hilal bid: “It was crazy… the more I said no, the more they increased their financial proposal again and again!”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 13, 2023
“It was literally like: WOW”.
“It was going to change my life and they never gave up!”.
“But I said: no guys. I’m staying”,
told @obionepodcast. pic.twitter.com/HDiHZ4ziB0