Belive

ორი დინამოელი და გამოცდილი მცველი - საბურთალომ სამი ტრანსფერი განახორციელა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თბილისის "საბურთალო" ახალი სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტებას აქტიურად განაგრძობს და ეროვნული ლიგის გუნდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია სატრანსფერო კუთხით. 2021 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა უკვე 5 ფეხბურთელი დაიმატა. ნოდარ იაშვილისა და ლაშა შინდაგორიძის შემდეგ, რომლებიც ლევან კორღალიძის გუნდმა ორი, შესაბამისად, თბილისური და ბათუმური "დინამოებიდან" დაიმატა, შემადგენლობა კიდევ 3 ფეხბურთელით დააკომპლექტა. "საბურთალოს" "დინამო თბილისის" ორი ნახევარმცველი, ბაქარ ქარდავა და ნოდარ ქავთარაძე შეუერთდა, ასევე, მათ "გაგრას" ცენტრალური მცველი, გია ჩადუნელი დაიმატეს. 2021 წლის სეზონში, "საბურთალომ" ეროვნულ ლიგაში მეოთხე პოზიცია დაიკავა, საქართველოს თასის ფინალში კი წყალტუბოს "სამგურალს" აჯობა და ტიტულთან ერთად, უეფას კონფერენს ლიგაზე გამოსვლის უფლებაც მოიპოვა.

სხვა სტატიები