ორი დიდი მოულოდნელობა - რამ გაგვაკვირვა პირველ 8 მატჩში?
სან-ფრანცისკოში, "Levi's სტადიონზე" დამდგარი შედეგის მნიშვნელობა ცხრილს გასცდა. კატარის ნაკრების კაპიტანმა, ბულემ ხუხის მიერ დამატებულ დროში გატანილმა გოლმა, ამ ქვეყანას, მსოფლიო ჩემპიონატებზე, პირველი ქულა მოუტანა. შვეიცარიელები მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა წინ მხოლოდ 1 ბურთით იყვნენ და ზედმეტი თავდაჯერებულობაც ეტყობოდათ, რაც 2 ქული დაკარგვად დაუჯდათ. კატარმა მუნდიალზე მონაწილეობა მეორედ მიიღო (პირველად 2022-ში, მასპინძლის სტატუსით) - მათ პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე 3-დან 3 შეხვედრა წააგეს.
ვულოცავ ჩვენს ძმებს კატარში, დამსახურებული ზეიმი ყველა არაბისთვის, ატლანტიკიდან სპარსეთამდე. კატარი ბოლო მომენტამდე იბრძოდა და ჩემპიონის სულისკვეთებით ძვირფასი ქულა მოიპოვა. - ულოცავენ კატარელ ხალხს საუდის არაბეთიდან
Congratulations to our brothers in Qatar 🇶🇦❤️
— 🇸🇦Abdulsalam Saleh (@abdulslam2017) June 13, 2026
A well-deserved celebration for all Arabs, from the Atlantic to the Gulf 🌍🤍
The Al-Anabi fought until the very last moment and secured a precious point with the spirit of champions ⚽🔥🇶🇦🎉 pic.twitter.com/Ntt6LfvcvY
საწყისი ტურის მეორე მოულოდნელობა თურქეთის დამარცხებაა. ავსტრალიამ, თურქეთის მსოფლიო ჩემპიონატზე 24 წლის შემდეგ დაბრუნება გააფუჭა. ნესტორი ირანკუნდას და კონორ მეტკალფის გოლების წყალობით, რასაც ავსტრალიელთა კლდესავით დაცვაც ემატებოდა, თურქეთი 2:0 დამარცხდა, არადა ამ ნაკრებისგან სრულიად სხვა დასაწყისს მოველოდით.
ავსტრალიელებმა ცოტა რამ შექმნეს, მაგრამ შესანიშნავად გამოიყენეს შანსები, ხოლო თურქული შეტევების ტალღა კარგად ორგანიზებულმა დაცვამ მოიგერია .
ხალხი სათტანადოდ არ გვაფასებს, მაგრამ დღეს ჩვენ ვაჩვენეთ მათ, რომ შეგვიძლია თამაში. თურქებმა ბურთი ბევრად უფრო მეტ ხანს შეინარჩუნეს, მაგრამ ვინ გაიტანა გოლები? - თქვა მატჩის შემდეგ გოლის ავტორმა, ირანკუნდამ
კატარის ჯგუფში ორივე შეხვედრა 1:1 დასრულდა (B ჯგუფი: კანადა, შვეიცარია, კატარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა). D ჯგუფში თურქეთი მესამე ადგილზე მხოლოდ იმიტომაა, რომ პარაგვაიმ კიდევ უფრო დიდი ანგარიშით წააგო ამერიკასთან (4:1), შესაბამისად, ადგილები ასე ნაწილდება: ამერიკა, ავსტრალია, თურქეთი, პარაგვაი.