Belive

Opta-მ აზიის თასის მთავარი ფავორიტები დაასახელა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი სტატისტიკური პლატფორმის, Opta-ს კომპიუტერული მოდელის პროგნოზით, აზიის თასის მთავარი ფავორიტი იაპონიის ეროვნული ნაკრებია, რომლის ჩემპიონობის შანსები 24,6%-ით ფასდება.

ხუთეულში, ასევე, სამხრეთ კორეა (14,3%), ირანი (11,2%), ავსტრალია (10,7%) და საუდის არაბეთი (10,6%) მოხვდნენ.

ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, კატარის ნაკრები 9,8%-ით მე-6 ადგილს იკავებს.

Opta-ს ვერსიით აზიის თასის მოგების ყველაზე დაბალი შანსი ჰონგ კონგს (0,1%) აქვს.

აზიის თასის მთავარი ფავორიტები:

  1. იაპონია - 24,6%

  2. სამხრეთ კორეა - 14,3%

  3. ირანი - 11,2%

  4. ავსტრალია - 10,7%

  5. საუდის არაბეთი - 10,6%

  6. კატარი - 9,8%

  7. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2,9%

  8. უზბეკეთი - 2,5%

  9. ერაყი - 2,4%

  10. ჩინეთი - 2,2%

  11. ომანი - 1,8%

  12. იორდანია - 1,1%

  13. სირია - 1%

  14. ბაჰრეინი - 0,9%

  15. პალესტინა - 0,7%

  16. ტაჯიკეთი - 0,7%

  17. ვიეტნამი - 0,5%

  18. ლიბანი - 0,5%

  19. ტაილანდი - 0,4%

  20. ინდოეთი - 0,4%

  21. ყირგიზეთი - 0,2%

  22. მალაიზია - 0,2%

  23. ინდონეზია - 0,2%

  24. ჰონგ კონგი - 0,1%

აზიის თასი, რომელსაც წელს კატარი მასპინძლობს, 12 იანვარს დაიწყება და 10 თებერვალს დასრულდება.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სწორედ კატარის ნაკრებია, რომელმაც 2019 წელს ფინალში იაპონიას 3:1 მოუგო.

სხვა სტატიები