ოფიციალურად: რაკიტიჩი სევილიას ფეხბურთელია
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ივან რაკიტიჩის კატალონიური კარიერა დასრულებულია - 32 წლის ფეხბურთელი "სევილიას" დაუბრუნდა. ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს ანდალუსიელებმა. როგორც ცნობილია, ივანმა 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
"სევილიამ" ხორვატი ნახევარმცველის სანაცვლოდ 1,5 მილიონი ევრო გადაიხადა. შეგახსენებთ, რომ რაკიტიჩი "ბარსელონაში" სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა. "ბლაუგრანას" ნახევარმცველი მაშინ 18 მილიონი ევრო დაუჯდა. 6 წლიანი კარიერის განმავლობაში რაკიტიჩმა 310 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 49 გოლი და 54 ასისტია.🚨 ¡@ivanrakitic regresa a casa y es nuevo jugador del #SevillaFC! 🇭🇷👱♂️
¡Bienvenido de nuevo, Ivan! 🏠🏟️#vamosmiSevilla #WeareSevilla— Sevilla Fútbol Club (@SevillaFC) September 1, 2020