Belive

ოფიციალურად: ზარანდია ბელგიის ჩემპიონატში დაბრუნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლუკა ზარანდია კარიერას ბელგიის ჩემპიონატში გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელი 3 წლის განმავლობაში პოლონეთის ჩემპიონატში, "არკაში" თამაშობდა. ლუკა ზარანდიას შემდეგი კლუბი "ზულტე ვარეგემი" იქნება. 23 წლის ვინგერმა ბელგიურ გუნდთან 3+1 კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა "არკას" მაისურით 9 ბურთის გატანა მოახერხა. "ზულტე ვარეგემმა" ბელგიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა.

სხვა სტატიები