Belive

ოფიციალურად: ვატო არველაძე კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო პერიოდის განმავლობაში, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა - ვატო არველაძე კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში გააგრძელებს. 24 წლის თავდამსხმელი ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბში, ბაქოს "ნეფთჩიში" ითამაშებს და მეზობლებთან 1+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ვატო ბოლოს თურქულ "ქარაგიუმრუქში" თამაშობდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მიმდინარე წლის ივლისის თვეში ბაქოელებმა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, სოლომონ კვირკველია დაიმატეს, რომელმაც კლუბის მაისურით უკვე სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრებში ვატო არველაძის აქტივში ორ ჩატარებულ შეხვედრაში 1 გატანილი გოლია, საკლუბო კარიერაში კი, პროფესიონალურ დონეზე, საქართველოს პოლონეთისა და თურქეთის ჩემპიონატებში 14 გოლი და 14 საგოლე პასი აქვს მოგროვებული.

სხვა სტატიები