Belive

ოფიციალურად: საქართველო - ბელარუსი გადაიდო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს გამართულ UEFA-ს ვიდეო-კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატი ზუსტად 1 წლით გადაიდო. ცნობილი გახდა 26 მარტს "დინამო არენაზე", საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი შეხვედრის ბედიც - დაპირისპირება მოგვიანებით ჩატარდება. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ და ლევან კობიაშვილმა დაადასტურეს. ჯერჯერობით, ზუსტად არ არის ცნობილი, როდის გაიმართება გადადებული მატჩი. პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია წერს, რომ მარტის პლეი-ოფები ივნისში ჩატარდება.

სხვა სტატიები