Belive

ოფიციალურად: ფრენკ ლამპარდი ჩელსიდან დაითხოვეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ამბავი, რომ ფრენკ ლამპარდი ლონდონის "ჩელსის" დატოვებდა გამართლდა. ახლა უკვე ოფიციალურად, 42 წლის ინგლისელი თავკაცი ლონდონური კლუბიდან დაითხოვეს.  მიზეზი “ჩელსის” პრემიერ ლიგაში წარუმატებელი ასპარეზობაა. ლონდონურმა გრანდმა პრემიერ ლიგის ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 2 მატჩში გაიმარჯვა. ლონდონის “ჩელსი” პრემიერ ლიგაში, 19 ტურის შემდეგ მე-9 პოზიციას, 29 ქულით იკავებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნება. ტუხელის დანიშვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტიმო ვერნერსა და კაი ჰავერცს უკეთესად ათამაშების გეგმაა. ასევე განიხილება უკრაინელი ლეგენდარული ფეხბურთელისა და უკრაინის ნაკრების თავკაცის – ანდრეი შევჩენკოს კანდიდატურაც.  

სხვა სტატიები