"ლიონის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ფერლან მენდი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს.
"სამეფო კლუბმა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მორიგი ტრანსფერი განახორციელა.
როგორც ცნობილია, 24 წლის მარცხენა მცველმა "რეალთან" 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ფერლან მენდიმ გასულ სეზონში "ლიონის" მაისური 30-ჯერ მოირგო. ფრანგმა ფეხბურთელმა 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.