Belive

ოფიციალურად: მეისონ გრინვუდს ყველა ბრალდება მოუხსნეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, მეისონ გრინვუდი სამამართლომ გაამართლა და მას ყველა ბრალდება მოუხსნა.

დაკავებიდან ზუსტად 1 წლის შემდეგ (2022 წლის იანვარში დააკავეს), ცნობილი გახდა, რომ 21 წლის ფეხბურთელს, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდება მოეხსნა.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის და ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, სტატია განახლდება.

მეისონ გრინვუდი, რომელსაც ბრალი შეყვარებულის წინააღმდეგ ძალადობაში ედებოდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია და 2019 წლის შემდეგ მთავარ გუნდში ირიცხებოდა, რა პერიოდშიც 129 მატჩში 35 გოლის გატანა და 12 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები