ოფიციალურად: ლუკა მოდრიჩი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს
5 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე ხორვატიის ქალაქ პულაში ამხანაგური მატჩი შედგება, სადაც 2018 წლის მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი ხორვატიის ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს. როგორც ცნობილი ხდება, ხორვატთა თავკაცმა ზლატკო დალიჩმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამ მატჩს გამოტოვებს ხორვატიის ნაკრების კაპიტანი - ლუკა მოდრიჩი. მიზეზი კი ის არის, რომ ლუკა მადრიდის "რეალის" ვარჯიშებს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ოფიციალური "Twitter" გვერდი ავრცელებს.
ასევე დადასტურებულია, რომ დღევანდელ შეხვედრას "ბარსელონას" და ხორვატიის ერთ-ერთი ლიდერი ივან რაკიტიჩიც გამოტოვებს.🇭🇷🇬🇪 In agreement with #Croatia head coach @DalicZlatko, team captain @lukamodric10 is to miss out on @GeorgianFF friendly in Pula, in order to rejoin @realmadriden practice sessions.#Vatreni🔥 pic.twitter.com/wsly1VX6SX — HNS (@HNS_CFF) November 18, 2019