ოფიციალურად: ლევან შენგელია ბელგიის ჩემპიონატში ითამაშებს
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ლევან შენგელია მარცხენა ფეხით კარგად მოთამაშე ფეხბურთელია, რომელმაც კარგად იცნობს ბელგიის ჩემპიონატს და მისი დამატება უფასოდ შესაძლებელია. ის სამწვრთნელო შტაბს შესთავაზებს დამატებით ვარიანტებს ფლანგზე და შემტევ განყოფილებაში", - თქვა "ლეუვენის" ტექნიკურმა დირექტორმა, ვიმ დე კორტემ."დინამო თბილისის" ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც 2017-19 წლებში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 25 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბელგიაში აქამდეც თამაშობდა და 2015-17 წლებში "ტუბიძეს" მაისურს ირგებდა, სადაც 40 შეხვედრის ჩატარება მოახერხა.