"დინამო თბილისი" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონების გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ლევან კუტალია ყაზახეთში გადაბარგდა.
30 წლის თავდამსხმელი კარიერას "ირტიშში" გააგრძელებს. პავლოდარის გუნდმა 2018/19 წლების სეზონი 37 ქულით დაასრულა და 12 გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიციაზე გავიდა.
კუტალია "დინამო თბილისში" 2019 წლის დასაწყისში გადავიდა. კუტალიამ თბილისელთა მაისური ყველა ტურნირზე 41-ჯერ მოირგო და 21 გოლი გაიტანა.
ქართველი შემტევი ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ლევანი სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელა.