ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ხაბულიანი "ადანადემირსპორში" ითამაშებს.
18 წლის ფეხბურთელის თურქულ კლუბში გადასვლა წინა სეზონშივე გადაწყდა, თუმცა ასაკობრივი შეზღუდვის გამო, თამაშის უფლება ვერ მიიღო და კონტრაქტზე ხელის მოწერა მხოლოდ ახლა შეძლო. მან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
საინტერესოა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, იტალიელი ვინჩენცომონტელა გახლავთ, ხოლო ერთ-ერთი ლიდერი - "სკუადრა აძურას" ყოფილი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი.
გიორგი ხაბულიანი, რომელმაც ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონი "თელავში" დაიწყო, გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს და სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის პირველ ეტაპს გადის, მეორე შეკრებას კი გუნდი იტალიაში გაივლის და ამხანაგურ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისაც" დაუპირისპირდება.
"თელავის" მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში გიორგი ხაბულიანმა 2 გოლის გატანა მოახერხა. ორივე მათგანი ახალგაზრდა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში გაიტანა და ეს მისთვის პროფესიონალურ დონეზე პირველი გოლები იყო.