Belive

ოფიციალურად - ჩისკოს უოტფორდმა პრემიერლიგის საგზური გაიფორმა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ჩემპიონშიფის 44-ე ტურში ,,უოტფორდმა'', რომელსაც  დინამო თბილისის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი წვრთნის, ,,მილუოლს'' უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა. ჩემპიონშიფის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ,,უოტფორდი'' მესამეადგილოსან ,,ბრენტფორდს'' 10 ქულით უსწრებს, შედეგად ,,ონავრებმა'' დღეს პრემიერლიგის საგზური ოფიციალურად გაიფორმეს.


,,უოტფორდის'' გარდა, პრემიერლიგაში ,,ნორვიჩ სიტიც'' აღზევდა, რომელიც ჩემპიონშიფს 93 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. ჩისკო მუნიოსმა ,,დინამოს'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2020 წლის აგვისტოდან გასული წლის დეკემბრამდე იმუშავა. ესპანელმა თბილისურ გუნდთან ერთად საქართველოს ეროვნული ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები