ოფიციალურად | ბუფონმა იუვენტუსის დატოვების თარიღი დაასახელა
ლეგენდარული კიპერი - ჯიჯი ბუფონი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, "იუვენტუსს" დატოვებს. აღნიშნულის თაობაზე, 43-წლის იტალიელმა თავად განაცხადა. ტურინული გრანდის რიგებში გატარებული 17-წლიანი ფანტასტიკური კარიერის შემდეგ, ბუფონმა პირველად "იუვენტუსი" 2018 წელს დატოვა და "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდა. ტომას ტუხელის მეთაურობით, პარიზულ გრანდში ბუფონისა და ალფონს არეოლას როტაცია ხდებოდა - საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, ბუფონი კვლავ "ბიანკონერის" დაუბრუნდა. beIN SPORTS-სთან საუბარში, ბუფონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ "იუვენტუსის" მაისურით უკანასკნელ სეზონს ატარებს.
"ჩემი მომავალი ნათლად გარკვეულია. დანამდვილებით ვიტყვი, რომ "იუვენტუსთან" ერთად გატარებული გრძელი და ძალიან ლამაზი ისტორია, წელს ოფიციალურად დასრულდება. ამ დროისათვის არ ვიცი კარიერას დავასრულებ, თუ მოტივაციისთვის ახალ გამოწვევას მივიღებ. ყველა შესაძლო ვარიანტს მხედველობის არეში ვიქონიებ." "მჯერა, რომ "იუვენტუსს" ყველაფერი მივეცი და ტურინული გრანდისგანაც ყველაფერი მივიღე. ერთად საკმაოდ დიდი ციკლი გავიარეთ და დასრულების დროა", - აღნიშნა ჯიჯი ბუფონმაადრიანო დელ მონტეს მტკიცებით, ბუფონი "ბიანკონერის" მაისურით უკანასკნელ მატჩს 19 მაისს გამართავს. აღნიშნულ შეხვედრაში, იტალიის თასზე, "იუვენტუსი" "ატალანტას" დაუპირისპირდება.
Gigi Buffon announces to Bein Sports: “I’ve decided to leave Juventus at the end of the season, I’m not extending the contract”. ⚪️⚫️ #Buffon #Juventus — Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 11, 2021