Belive

ოფიციალურად: 37 წლის ჰუნტელაარი ყოფილ კლუბში დაბრუნდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო დღეების განმავლობაში, ევროპულ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფრომაცია ოფიციალურად დადასტურდა - კლას-იან ჰუნტელაარი "შალკე 04-ში" დაბრუნდა. ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულებამდე გაფორმდა. გელზენკირხენული კლუბის მესვეურებს იმედი აქვთ, რომ ნიდერლანდელი თავდამსხმელი გუნდს ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარება. "პსვ ეინდჰოვენის" აღზრდილმა ფეხბურთელმა, რომელიც მანამდე მადრიდის "რეალში" ირიცხებოდა, 2010-17 წლებში "შალკეს" შემადგენლობაში ითამაშა. 37 წლის შემტევმა გერმანულ გუნდში 175 მატჩში 126 გოლის გატანა და 35 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებდა. "მილანის", "ჰეერენვენის" და “გრააფსხაპის” ყოფილი ფორვარდი "ღმერთის შვილებში" 2017 წლის პირველ ივლისს დაბრუნდა და საერთო ჯამში, ამ კლუბის შემადგენლობაში 257 შეხვედრაში 158 გოლის გატანა და 43 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები