ოფიციალურად - 3 აპრილამდე სერია ა-ს თამაშები მაყურებლის გარეშე ჩატარდება
იტალიის მთავრობამ და ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სერია ა-ს მატჩები და სხვა აბსოლიტურად ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ექვსი ერის მატჩი ინგლისის ნაკრებთან, მაყურებლის გარეშე ჩაივლის. ეს რა თქმა უნდა გამოწვეულია კორონავირუსის გამო. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის იტალიაში, კორონავირუსის 3089 შემთხვევაა დაფიქსირებული. ასევე მატულობს გარდაცვლილთა რაოდენობა - უკანასკნელი ცნობების თანახმად, კორონავირუსს იტალიაში 107 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, "ინტერმა" ბიოსამედიცინო და კლინიკური კვლევების ცენტრში 100.000 ევრო გადარიცხა.
🇮🇹 Italian Government decrees all sports events to be played behind closed doors until April 3 due to coronavirus concerns, including all Serie A matches and Italy v England in the Six Nations. — Sky Sports News (@SkySportsNews) March 4, 2020