Belive

ოლივიე ჟირუ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კარიერას MLS-ში გააგრძელებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' თავდამსხმელი, ოლივიე ჟირუ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ,,როსონერის'' დატოვებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი თავდამსხმელი თავისუფალი აგენტის სტატუსით ,,ლოს ანჯელესს'' შეუერთდება.

როგორც რომანო წერს, 37 წლის ფეხბურთელი ამერიკულ კლუბთან კონტრაქტს 2025 წლის დეკემბრამდე გააფორმებს.

მიმდინარე სეზონში ჟირუს ანგარიშზე ,,მილანის'' მაისურით ჩატარებულ 42 შეხვედრაში 15 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.