Belive

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საფეხბურთო ნაკრების წევრებს ვლადიკავკაზში ცეცხლი გაუხსნეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრების წევრები სტეპანაკერტში გამართული არაღაიარებული სახელმწიფოების ჩემპიონატიდან ცხინვალში არასრული შემადგენლობით დაბრუნდნენ. როგორც ოსური მედია იტყობინება, ვლადიკავკაზში ფეხბურთელებს ცეცხლი გაუხსნეს. არსებული მონაცემებით, ვლადიკავკაზში ე.წ. სამხრეთ ოსეთის გუნდის ფეხბურთელების ნაწილსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის ჩხუბი მოხდა. კონფლიქტის მიზეზი ჩხუბის მონაწილეების მიერ ფეხბურთის მატჩზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის გუნდის წინააღმდეგ დადებული ფსონი გახდა. კონფლიქტის დროს ახალგაზრდა მამაკაცებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. სამართლდამცველებმა ჩხუბში მონაწილეები დააკავა.
  წყარო: 1tv

სხვა სტატიები