Belive

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი გაგრაში ითამაშებს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი საფეხბურთო კლუბ "გაგრა"-ში დაბრუნდა. 33 წლის ქართველი ფეხბურთელი "გაგრას" რიგებში რამდენიმეჯერ ირიცხებოდა, ჯერ 2009 წელს რუსთავის "მეტალურგის" აკადემიიდან გადავიდა და 2011 წლამდე გუნდის საკუთრება იყო, შემდეგ 2023 წელს ნახევარი სეზონით ასპარეზობდა, ხოლო დღეს კვლავ ოფიციალურად დაბრუნდა.

"გაგრა" მომდევნო სეზონიდანაც ეროვნულ ლიგა 1-ში იასპარეზბს, პირველი მატჩს ისინი 1 მარტს, ქუთაისის "ტორპედოს" წინააღმდეგ ჩაატარებენ.