Belive

ოფიციალურად: თორნიკე მორჩილაძე კარიერას ესპანურ გუნდში გააგრძელებს

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, თორნიკე მორჩილაძე კარიერას ესპანეთის მესამე დივიზიონის კლუბ ლუგოში გააგრძელებს. 24 წლის ქართველი მარცხენა ვინგერი აღნიშნულ გუნდში ხორვატული რიეკადან გადავიდა.

ლუგოს განცხადებაში ნათქვამია, რომ თორნიკე კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მათთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა მესამე წლით გახანგრძლივების ოფციით.

რიეკამდე თორნიკე მორჩილაძემ კარიერა დინამოს აკადემიაში დაიწყო, შემდეგ თელავსა და დინამოს ძირითად გუნდებში იასპარეზა. ასევე გეტყვით, რომ ამჟამად მისი სატრანსფერო ღირებულება 350 000 ევროა.

View this post on Instagram

A post shared by Club Deportivo Lugo (@cdeportivolugo)