ოფიციალურად: სერგეი რებროვი უკრაინის ნაკრებს აღარ გაწვრთნის
ოფიციალურად, უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერგეი რებროვი აღარ იქნება, ამის შესახებ ინფორმაცია თავად უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა.
განცხადებაში წერია, რომ რებროვმა უკრაინისთვის ისტორიულად რთული პლეი-ოფის მატჩების გავლა მოახერხა და ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. ამის შემდეგ კი ეროვნული გუნდი ბოლო წუთამდე მსოფლიო ჩემპიონატისთვის იბრძოდა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს.
თანამშრომლობის შეწყვეტის შემდეგ განცხადება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანდრეი შევჩენკომაც გაავრცელა:
მადლობას ვუხდით სერგეის შრომისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეს ჩვენ წინ უნდა წავიდეთ და ახალი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რაც ეროვნული ნაკრების მომავლის საფუძველი გახდება - ანდრეი შევჩენკო - უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
სერგეი რებროვის განცხადება:
მადლობელი ვარ მთელი გუნდისა და გულშემატკივრების იმისთვის რაც ერთად გავიარეთ. ეს იყო რთული გზა გამარჯვებებითა და დამარცხებებით, უკრაინელებისთვის მთავარი ყოველთვის გუნდი იყო შედეგის მიუხედავად. აქ ყოველთვის იგრძნობოდა ერთიანობა, რომლებიც არასდროს დამავიწყდება და რომელთათვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები. - სერგეი რებროვი
ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ გახდება უკრაინის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ეს ამბავი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სერგეი რებროვი კვლავ დარჩება ფეხბურთის ფედერაციაში, ის იკავებს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას და ასევე აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.
შეგახსენებთ, რომ სერგეი რებროვმა უკრაინის ეროვნული ნაკრები 2023 წელს ჩაიბარა, ამ პერიოდის განმავლობაში მან გუნდს 34 მატჩში უხელმძღვანელა, რა დროშიც 16 შეხვედრა მოიგო, 8 ფრედ დაასრულა და 10-ში დამარცხდა.