Belive

ოფიციალურად: საბა საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, ქართველი ფეხბურთელი საბა საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია, 24 წლის მცველი ესპანურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა პლიუს 1 წლით გახანგრძლივების ოფციით.

ხეტაფემ შეთანხმებას მიაღწია ქართველ მცველთან, რომელიც კლუბის დაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს, ის ხოსე ბორდალასის გუნდისთვის მნიშვნელოვან სტიმულს წარმოადგენს, რაც მათ დაცვის ხაზს ახალგაზრდულ, ფიზიკურ და პოტენციურ იერს შესძენს.

კლუბი მიესალმება საბა საზონოვს და წარმატებებს უსურვებს მას ჩვენი ფერების დაცვაში და ამ ახალ თავგადასავალში.

კეთილი იყოს შენი მობრძანება ახალ სახლში, საბა! - ხეტაფეს ოფიციალური განცხადება

საბა საზონოვი ბოლოს ტორინოში ირიცხებოდა, პირველი ივლისის შემდეგ კი იტალიურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა. ქართველი მცველი კარიერის განმავლობაში თამაშობდა ისეთ გუნდებში როგორებიცაა: ზენიტის ახალგაზრდული გუნდები, დინამოს ახალგაზრდული და ძირითადი, ტორინო, ემპოლი და ისევ ტორინო.