Belive

ოფიციალურად | პსჟ პარკ დე პრენსს დატოვებს

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

პარიზში, უეფას კონგრესზე, "პსჟ"-ს პრეზიდენტმა - ნასერ ალ-ხელაიფიმ თქვა, რომ მას სურს "პარკ დე პრენსის" დატოვება იმის გათვალისწინებით, რომ პარიზის მერიას სტადიონის გაყიდვა არ სურს.

"პარი სენ-ჟერმენსა" და პარიზის მერიას შორის კონფლიქტის ახალ ეტაპს მიაღწია. საფრანგეთის დედაქალაქში, უეფა-ს კონგრესის დასასრულს,"პსჟ"-ს პრეზიდენტმა ისარგებლა პრესისთვის გაკეთებული განცხადებით და უპასუხა პარიზის საბჭოს, რომელმაც სამშაბათს 6 თებერვალს მხარი დაუჭირა პარკის არ გაყიდვას, რომლის შეძენითაც "პსჟ"-ს მფლობელები იყვნენ დაინტერესებულნი.

"ახლა ძალიან ადვილია იმის თქმა, რომ სტადიონი აღარ იყიდება. ჩვენ ვიცით რა გვინდა, წლები დავკარგეთ პარკის ყიდვის მცდელობაში. ახლა კი ვიცით, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ჩვენ გვინდა სტადიონი შევიცვალოთ და ამ ადგილიდან გადავიდეთ..." - ნასერ ალ-ხელაიფი

პარიზის საბჭომ, მერის - ანა იდალგოს თავმჯდომარეობით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "პარკ დე პრენსი" ქალაქის მერიისა და თითოეული მოქალაქისთვისაა და ეს ადგილი არ გაიყიდება. მუნიციპალურმა კრებამ, რომელშიც დომინირებს სოციალისტი და გარემოსდამცველი არჩეული ოფიციალური პირები, განამტკიცა ეს პოზიცია და მოითხოვა, რომ სპორტული მოედნის მოდერნიზაცია განხორციელდეს ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელი მოწყობის ფარგლებში, მაგრამ არ მოიცავდეს მის გადაცემას.

ამ ყველაფრის შემდეგ კი დაინიშნა საგანგებო შეხვედრა და გადაწყდა, რომ "პსჟ"-ს ინვესტიციები შეწყდება.

"პსჟ"-ს მენეჯმენტი თვლის, რომ მერიის კენჭისყრა „ყველაფერს ნათელს ხდის“ და „აადვილებს საქმის“ წინსვლას ამ საკითხში. პსჟ-ს პრეზიდენტი თვლის, რომ კლუბს უკვე ექნებოდა ახალი სტადიონი და ბაზა, თუ მათ 8 წლის წინ ეტყოდნენ, რომ ეს ადგილი არ იყიდებოდა. ნასერ ალ-ხელაიფის გარემოცვა თვლის, რომ ისინი აშენებენ კლუბს მომავალი 100 წლიანი პროექტით და არა ოთხი-ხუთი წლის პოლიტიკური მანდატისთვის.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დატოვებს "პსჟ" პარკ დე პრენსს და რომელი იქნება მათი ახალი სტადიონი, თუმცა ნასერ ალ-ხელაიფის ინფორმაციით, პარიზული გრანდი ამ სტადიონზე მაქსიმუმ სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

სხვა სტატიები