Belive

ოფიციალურად: პაოლო ვანოლი ფიორენტინას მთავარი მწვრთნელია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, პაოლო ვანოლი ფიორენტინას ახალი მთავარი მწვრთნელია. 53 წლის იტალიელი სპეციალისტი გუნდს სეზონის ბოლომდე ჩაიბარებს. ვანოლიმ დღეს ფიორენტინაში პირველი ვარჯიში უკვე გამართა.

პაოლო ვანოლის სამწვრთნელო კარიერა იტალიის 16, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში დაიწყო, იტალიის ეროვნულ ნაკრებში კი მწვრთნელის დამხმარე იყო. საკლუბო მიმართულებით მისი პირველი ნაბიჯები ჩელსისა და ინტერში დაიწყო, ის აღნიშნული კლუბების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. მთავარი მწვრთნელი მოსკოვის სპარტაკში, ვენეციასა და ტორინოში გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ფიორენტინა სერია A-ში 4 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო კონფერენს ლიგაზე 6 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს (2 მოგება, 1 მარცხი).

იტალიური გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 ნოემბერს, ჯენოას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები