Belive

ოფიციალურად: ნიკოლოზ უგრეხელიძე თურქეთის სუპერ ლიგაში ითამაშებს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ფეხბურთელი ნიკოლოზ უგრეხელიძე თურქეთის სუპერ ლიგის გუნდში, ფატიჰ კარაგუმრუკში გადავიდა, თურქულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

21 წლის ქართველი მცველი სტამბოლურ გუნდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, მათ გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.

ნიკოლოზი დინამო თბილისში ასპარეზობდა და გასულ სეზონში მან 52 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მივესალმებით ნიკოლოზ უგრეხელიძეს ჩვენს ოჯახში და მას წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი შავ-წითელი მაისურით - წერს Fatih Karagümrük
View this post on Instagram

A post shared by Fatih Karagümrük SK (@karagumruk_sk)